დაბრუნების პირობები

პრეამბულა

იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული საქონელი დაზიანებულია, აღენიშნება ნაკლოვანება, არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს atlant.ge გთავაზობთ მის შეცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.

  1.  დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება

1.1.  მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ საქონლის მფლობელობაში მიღებიდან.
1.3.  მომხმარებელმა ფორმაში უნდა მიუთითოს:

•   შეკვეთის ნომერი;
•   შეკვეთის თარიღი;
•   შეკვეთის მიღების თარიღი;
•   მომხმარებლის სახელი;
•   მომხმარებლის მისამართი.

2.  მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:

2.1.  მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
2.2.  მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
2.3.  მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
2.4.  მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
2.5.  მომხმარებლის მიერ დარღვეულია საქონლის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი, ლუქი);
2.6.  საქონელზე აღინიშნება გამოყენების კვალი;
2.7.  საქონლის კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულყოფილად

3.  ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები

3.1.  ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
3.2.  ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში atlant.ge ვალდებულია:

•   მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში – მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. atlant.ge ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან atlant.ge-ს  მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
•   თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.

3.3.  ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში atlant.ge-ს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
3.4.  ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

•   მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;
•   გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.

3.5.  დაბრუნების პუნქტის მისამართია: მცხეთის რაიონი, ს. საგურამო, 29-ე ქუჩა, N 7, სართული 2, ბინა 5, სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00 სთ.
3.6.  მომხარებელმა ასევე უნდა დააბრუნოს საქონლის ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ვაუჩერები  ან/და  სხვა ნივთები. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას.

თუ გსურთ ნივთის დაბრუნება, გთხოვთ შეავსოთ დაბრუნების ფორმა.