კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  1. პრეამბულა

1.1.      მომხმარებელი ვებგვერდზე ვიზიტის დროს ვალდებულია გაეცნოს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
1.2.      მომხმარებელი, atlant.ge-ს საკუთარი სურვილით აწვდის პერსონალური ხასიათის ინფორმაციას და შესაბამისად ანიჭებს მას უფლებამოსილებას გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.
1.3.      მომხმარებელი ვალდებულია atlant.ge-ს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
1.4.      წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს atlant.ge-ს მიერ მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
1.5.      წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.

 

  1. ტერმინთა განმარტება

2.1.      atlant.ge – ვებგვერდი, რომელიც ეკუთვნის შპს „ასერტუსი“-ს, (საიდენტიფიკაციო კოდი: 436056991, იურიდიული მისამართი: მცხეთის რაიონი, ს. საგურამო, 29-ე ქუჩა, N 7, სართული 2, ბინა 5).
2.2.      „პერსონალური მონაცემი“ (შემდგომში – მონაცემი) – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
2.3.      „მონაცემთა დამუშავება“ – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
2.4.      „მონაცემთა ავტომატური დამუშავება“ – მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავება.
2.5.      „მონაცემთა სუბიექტი“ (შემდგომში – მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.
2.6.      „თანხმობა“ − მომხმარებლი მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა.
2.7.      „მესამე პირი“ − ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირისა.

 

  1. პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავებაც ხდება

3.1.      ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:
3.2.      სახელი, გვარი;
3.3.      მობილურის ნომერი;
3.4.      ელექტრონული ფოსტა;
3.5.      რეგისტრაციის პაროლი.
3.6.      პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. atlant.ge-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე.
3.7.      მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით ონლაინ შეძენის განხორციელების, პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გადაცემულ იქნეს atlant.ge-ს ქვეკონტრაქტორებისათვის, მიმწოდებლებისათვის, საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
3.8.      მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.
3.9.      მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით atlant.ge-ს შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.
3.10.    მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა atlant.ge-ს მოსთხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა ელ. ფოსტაზე – info@atlant.ge მიმართვის გზით.

 

  1. ლოგ ფაილები და cookies

4.1.      atlant.ge სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებ-გვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:
4.1.1.   IP მისამართი;
4.1.2.   მოწყობილობის ტიპი;
4.1.3.   ბრაუზერი;
4.1.4.   ვებ-გვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა;
4.1.5.   რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი ვებ-გვერდზე;
4.1.6.   ინფორმაცია ვებ-გვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ.
4.2.      ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთ cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ თანხმობად.

 

  1. პერსონალურ მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა

5.1.      მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება ანგარიშის გახსნის შემთხვევაში იმ ვადით, სანამ არ მოხდება ანგარიშის გაუქმება.
5.2.      atlant.ge პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.

 

  1. ცვლილებები და დამატებები

6.1.      შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
6.2.      ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის atlant.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.