ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები

პრეამბულა

  • წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს მომხამარებელსა და შპს „ასერტუსი“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებგვერდის მეშვეობით საქონელის შეძენის  წესებსა და პირობებს.
  • ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას და დაბრუნების პირობებს.
  • დამატებითი კითხვების, შენიშვნების ან/და თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – info@atlant.ge.
  1. ტერმინთა განმარტებები:

1.1.      atlant.ge – ვებგვერდი, რომელიც ეკუთვნის შპს „ასერტუსი“-ს, (საიდენტიფიკაციო კოდი: 436056991, იურიდიული მისამართი: მცხეთის რაიონი, ს. საგურამო, 29-ე ქუჩა, N 7, სართული 2, ბინა 5).
1.2.„მომხმარებელი“ – ფიზიკური პირი, რომელიც დარეგისტრირდება ვებგვერდზე და მისი მეშვეობით სურს იყიდოს საქონელი;
1.3.      „მხარეები“ – ნიშნავს atlant.ge-ს და მომხმარებელს;
1.4.      „საქონელი“ – ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი მოძრავი ნივთი, აგრეთვე მასში განთავსებული ან/და ციფრული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე;
1.5.      გასაყიდი ფასი – საქონლის ერთეულის საბოლოო ფასი, დამატებული ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადების ჩათვლით;
1.6.      დისტანციური ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომელიც დადებულია atlant.ge-სა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და atlant.ge-ს ფიზიკურ თანაყოფობას. ამასთანავე, ხელშეკრულება დისტანციურ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა, თუ მომხმარებელი და atlant.ge ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდო;
1.7.      „სარეწი“ − ნებისმიერი უძრავი ობიექტი ან მოძრავი ობიექტი, სადაც atlant.ge კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;
1.8.      „რეგისტრაცია“ – მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე შესაბამისი პროცედურის გავლა და ანგარიშის შექმნა;
1.9.      „ავტორიზაცია“ –  მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებული ანგარიშის მეშვეობით შესვლას;
1.10.    „პერსონალური მონაცემი“ –  ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით , გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

  1. წესებსა და პირობებზე თანხმობა

2.1.      წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
2.1.1.   ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, იმისათვის რომ გააფორმოს ხელშეკრულება atlant.ge-სთან და შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
2.1.2.   არის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი და მოქმედებს თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე;
2.1.3.   იგი ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.1.4.   არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
2.1.5.   მის მიერ რეგისტრირებული ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.1.6.   არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
2.1.7.   არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
2.1.8.   არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
2.1.9.   არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ვებგვერდის გამართულ ფუნქციონირებას;
2.2.      ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია შპს ასერტუსის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაზე ცალმხრივად უარის სათქმელად.

  1. მომხმარებლის რეგისტრაცია და ავტორიზაცია

3.1.      მომხმარებლი, პროდუქტის შეძენის მიზნით, ვალდებულია დარეგისტრირდეს ვებგვერდზე და შექმნას ანგარიში.
3.2.      ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით მომხმარებელმა უნდა მიუთითოს შემდეგი მონაცემები:
3.2.1.   სახელი, გვარი;
3.2.2.   ელ. ფოსტა;
3.2.3.   მობილურის ნომერი;
3.2.4.   პაროლი;
3.2.5.   პაროლის დადასტურება.
3.3.      რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა, რომ მომხმარებელი დაეთანხმოს ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს.
3.4.      მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის მონაცემები და არ გაუმჟღავნოს მესამე პირებს.
3.5.      atlant.ge სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
3.6.      მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. atlant.ge უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება.
3.7.      მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ, ვებგვერდის გამოყენება შესაძლებელია ავტორიზაციის მეშვეობით.
 

  1. შეკვეთის განთავსება

4.1.      მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და კალათაში მოთავსების შემდგომ, საჭირა შემდეგი ინფორმაციის მითითება:
4.1.1.   მიმღების სახელი, გვარი;
4.1.2.   მიმღების მობილურის ნომერი;
4.1.3.   მისამართი სადაც უნდა მოხდეს საქონლის მიწოდება.
4.2.      მომხმარებელი პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე.
4.3.      ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
4.4.      მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.
4.5.      atlant.ge იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
4.6.      მომხმარებლის მიერ საქონლის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.

 

  1. შეძენილი საქონლის მიწოდების წესები და პირობები

5.1.      atlant.ge, საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და მობილურის ნომერს მიაწოდებს საკურიერო კომპანიას.
5.2.      საკურიერო კომპანიას წარმოადგენს შპს იზი გრუპ, საიდენტიფიკაციო კოდი: 406267276.
5.3.      შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ სამუშაო დღეებში.
5.4.      ქალაქის მასშტაბით საქონლის მიწოდება განხორციელდება შეძენიდან 1 – 2 სამუშაო დღის ვადაში.
5.5.      რეგიონებში შეძენილი პროდუქციის მიწოდება განხორციელდება 3 – 5 სამუშაო დღის ვადაში.
5.6.      საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით უფასოა

  1. ანგარიშსწორების წესი

6.1.      ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
6.2.      შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.
6.3.      ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
6.4.      ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

  1. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

7.1.      იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, atlant.ge უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

  1. კანონმდებლობა

8.1.      წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2.      მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს საქართველოს სასამართლო.

  1. მოქმედების ვადა და შეწყვეტა

9.1.      წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართები, ასევე მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება/დამატება, მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.
9.2.      წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის atlant.ge-ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

  1. პასუხისმგებლობა

10.1.    atlant.ge არ არის პასუხისმგებელი, რომ ვებგვერდი მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება რაიმე სახის ხარვეზი.
10.2.    atlant.ge იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.
10.3.    atlant.ge იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით – ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.

  1. დასკვნითი დებულებები

11.1.    წინამდებარე წესები და პირობები და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები ერთად წარმოადგენს აღნიშნული წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.
11.2.    წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.
11.3.    atlant.ge-ს უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ წესებსა და პირობში წინასწარი შეტყობინების გარეშე.
11.4.    საკითხები, რომელებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
11.5.    მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს.